ავტორი: მ. ხუჯაძე,1 მედიცინის დოქტორი, ნ. ვაშაკიძე,1 მედიცინის დოქტორი, გ. გოგნიაშვილი,1 ბ.ხელაშვილი 2
1თსსუ ს.ხეჩინაშვილის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება, 2თბილისის სამედიცინო აკადემია
M.Khujadze, MD,1 N.Vashakidze, MD,1 G. Gogniashvili,1 B. Khelashvili 2
1TSMU S.Khechinashvili Clinic ORL Department, 2TMA
The results of surgical treatment of middle ear cholesteatoma
შუა ყურის ქოლესტეატომა ეპითელური სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ლორწოვან გარსთან ხვდება კონტაქტში. პროფესორ პორტმანის მიხედვით ქოლესტეატომა „ცუდ ადგილას მოხვედრილ კანს“ წარმოადგენს.
შუა ყურის ქოლესტეატომა თანდაყოლილი ან შეძენილი შეიძლება იყოს. პირველი ძალიან იშვიათია და ინტაქტური დაფის აპკის უკან, დაფის ღრუში ან საფეთქლის ძვლის პირამიდაში გვხვდება.2 შეძენილი ქოლესტეატომების უმრავლესობა შუა ყურის ქრონიკული ანთებისა და ევსტაქის მილის ვენტილაციური ფუნქციის დარღვევის შედეგია.
ავტორი: დ. შენგელია,1 ა. ბაკურიძე,2 გ. წითლანაძე,3 ნ. კარანაძე,1 ვ. ბალიაშვილი,1 დ. ბეროშვილი,2 გ. მიქაია,2 ნ. ქებაძე,3 ი. თოდუა 1
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თვალის სნეულებათა დეპარტამენტი,1 ფარმაცევტულ ტექნოლოგიათა დეპარტამენტი.2 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევითი ცენტრი3
D. Shengelia,1 A. Bakuridze,2 G. Tsitlanadze,3 N. Karanadze,1 V. Baliashvili,1 D. Beroshvili,2 G. Mikaia,2 N. Kebadze,3 I. Todua 1
Tbilisi State Medical University, Department of Ophthalmology,1 Department of Pharmaceutical technology,2
Georgian Technical University, Research center for Medical Polymers and Biomaterials3
Controlled release drug delivery systems in Ophthalmology
დღეისთვის ძირითადში სიბრმავის გამომწვევი დაავადებებია მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია, პროლიფერაციული ვიტრეორეტინოპათია და სხვ.
იმისთვის, რომ ლოკალურად თერაპიულ ეფექტს მივაღწიოთ საჭირო ხდება სისტემური მოქმედების პრეპარატების მაღალი დოზით გამოყენება, ამავდროულად პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია იწვევს სხვადასხვა გვერდით ეფექტს.