ავტორი: ნ. ჩიტაია, ექიმი-ენდოკრინოლოგი
Jackson County Medical Group, აშშ
II ტიპის დიაბეტი ხასიათდება 3 ძირითადი პათოფიზიოლოგიური მოშლილობით: პერიფერიულ ქსოვილში ინსულინის რეზისტენტობით, ინსულინის არასაკმარისი სეკრეციით (ინსულინის დეფიციტი) და ღვიძლიდან გლუკოზის ჭარბად გამოყოფით (გაძლიერებული გლუკონეოგენეზით). მოკლედ შევჩერდებით ინსულინის დეფიციტზე.2
ნორმაში პანკრეასის β-უჯრედებიდან ინსულინის სეკრეცია 2 რეჟიმში ხდება: ბაზალური სეკრეცია (დაახლ. 50%) — ინსულინი გამოიყოფა ნებისმიერ დროს მცირე რაოდენობით, და ემსახურება გლუკოზის ნორმაში შენარჩუნებას ძილის, შიმშილის დროს და საკვების მიღებებს შორის. ბოლუსური სეკრეცია (დაახლ. 50%) — ინსულინის ორფაზიანი სწრაფი გამოყოფა საკვების მიღებისთანავე, რომელიც გრძელდება 3-4 საათს...
ავტორი: ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) რეკომენდაციები პუბლიკაციისთვის მოამზადეს:
გ. ნემსაძე — საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პროფ. კ. მადიჩის სახელობის მამოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი;
ი. კოხრეიძე — მრავალპროფილიანი ონკოლოგიური კლინიკა „ქირონის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი.
კლინიკურად დაავადების მეტასტაზურ ბუნებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, აუცილებელია რადიოლოგიური და/ან სცინტიგრაფიული გამოკვლევების და სისხლის კლინიკური ტესტების ჩატარება;
იზოლირებული მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად, აუცილებელია დაზიანების პათომორფოლოგიური ვერიფიცირება — სტეროიდულ რეცეპტორთა და Her2neu სტატუსის განსაზღვრით.
ავტორი: ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოება ESMO-ს რეკომენდაციები პუბლიკაციისთვის მოამზადეს:
დ. თაბაგარი, ლ. აფშილავა, ა. მათითაშვილი
ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“
ევროპაში სათესლის ჯირკვლის სიმსივნის სიხშირე დაახლოებითი მონაცემებით 100000 მამაკაცზე წელიწადში შეადგენს 6,3-ს, ხოლო სიკვდილიანობა — 0,38-ს. სათესლის სიმსივნეების დაახლოებით 40% არის ჭეშმარიტი სემინომა. 2-3%-ს სიცოცხლის მანძილზე უვითარდება ბილატერული სიმსივნე.