ავტორი: ე. ვაშაკიძე, თ. გეგეშიძე, ი. მიქაძე, თ. ბოჭორიშვილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპატამენტი,
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
შრომის მიზანს წარმოადგენდა ურსოდეოქსიქოლის მჟავას – ურსობილის ეფექტურობის, უსაფრთხოობისა და ამტანობის დადგენა ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით პაციენტებში.
კლინიკური კვლევა ჩატარდა თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ბაზაზე – ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ამბულატორულ პაციენტებზე. ძირითადი დაავადების დიაგნოზის დადგენასთან ერთად – სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი, ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დიაგნოზი დგინდებოდა ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის (EASL) 2009 წლის გაიდლაინის მიხედვით: თუ პაციენტის სისხლში ტფ-ას დონე მომატებული იყო 1,5-ჯერ და მეტად, გ-გტ-ს აქტივობა კი 3-ჯერ და მეტად.1კვლევიდან გამორიცხვის კრიტერიუმები იყო: მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის სიმსივნე, ბილიარული ობსტრუქცია, ფსიქოტროპული პრეპარატებით, მათ შორის ანტიდეპრესანტებით, სტეროიდებით, ანტივირუსული აგენტებით მკურნალობა, ალკოჰოლის მიღება დღეში >60გ და ორსულობა.
ქოლესტაზური სინდრომით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებით 24 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ურსობილით 8 კვირის განმავლობაში. ურსობილი ინიშნებოდა 10-12მგ/კგ-ზე პერორალურად. ობიექტური და ბიოქიმიური კვლევა ტარდებოდა მკურნალობის დაწყებამდე, 4 და 8 კვირის შემდეგ.
ოსტეოართროზი – სახსრების დაზიანებით მიმდინარე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი შრომის უუნარობის გამომწვევი ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით ხანშიშესულ პაციენტებში. ოსტეოართროზის დროს ზიანდება კიდურების და ხერხემალის მალთაშუა სახსრები. პირველ ხანებში ტკივილი სახსარში ვლინდება მხოლოდ დატვირთვის დროს, განსაკუთრებით საღამოობით. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და სისტემურ ხასიათს იღებს. პაციენტთათვის მოძრაობის შეზღუდვის მთავარი მიზეზი არის ტკივილი.