გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“
ავტორი: გ. მაშანეიშვილი
ნევროლოგი, თსსუ რეზიდენტი
|
2009 წლის მარტსა და აპრილში, ჯერ აშშ-ში, ხოლო მოგვიანებით მექსიკასა და კანადაში H1N1-ის ახალი სახეობით გამოწვეული, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ასეულობით შემთხვევა გამოვლინდა და ამ ვირუსით განპირობებული ლეტალობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი გენომი ჩრდილოეთ ამერიკულ-მექსიკური გრიპის, ჩრდილოეთ ამერიკული ფრინველის გრიპის, ადამიანის გრიპისა და აზიასა და ევროპაში ნანახი ღორის გრიპის ვირუსის გენეტიკური ელემენტებისგან შედგებოდა (გენეტიკურ თანმიმდევრობათა უჩვეულო მიქსი). 2009 წლის 30 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი H1N1-ით გამოწვეულ, მანამდე „ღორის გრიპად“ ცნობილ დაავადებას „გრიპი A“ უწოდა, ხოლო მოგვიანებით იგი, როგორც „გრიპი A (H1N1)“ განსაზღვრა.
ნანახია: 13253 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი [5.00] 
|