საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში
ავტორი: ი. მგალობლიშვილი, დ. ჯიქია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი,
ქირურგიის No:2 დეპარტამენტი, ზოგადი ქირურგიის მიმართულება
I. Mgaloblishvili, D. Jikia
Tbilisi State Medical University, Department of General Surgery
The Role of Scientific Medical Societies in the Development of Surgery In Georgia
|
საქარათველოში თანამედროვე მეცნიერული მედიცინის და კერძოდ ქირურგიის დასაბამად უნდა ჩაითვალოს 1864 წელს თბილისში დაარსებული კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება (კსს), რომელიც რეგულარულად ატარდებდა სამეცნიერო სხდომებს მოხსენებებითა და დემონსტრაციებით, სისტემატურად გამოსცემდა სამეცნიერო კრებულებს. საზოგადოებას ეწოდა საერთო კავკასიური სახელი, მაგრამ მისი დაარსების და შეკრებების ცენტრალური ადგილის მიხედვით, ასევე სამეცნიერო მოხსენებათა შორის ხვედრითი წილის გათვალისწინებით საზოგადოებაში წამყვანი ადგილი საქართველოს ეკავა. სწორედ თბილისში შეიქმნა ამიერკავკასიაში პირველი ევროპული ტიპის სტაციონარი, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის სახით (1808წ.), ხოლო შემდგომში 1867 წლიდან მიხეილის და სხვა მრავალპროფილიანი საავადმყოფოები.
ნანახია: 9482 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი [0.00] 
|