ავტორი: ა. რეხვიაშვილი, რ. აბაშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
A. Rekhviashvili, R. Abashidze, I. Javakhishvili Tbilisi State University Relationships between Circadian Blood Pressure Profile and Blood Rheological Characteristics
დღეისათვის არტერიული ჰიპერტენზია (აჰ) განიხილება, როგორც კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური გართულებების განვითარების ძირითადი მიზეზი. მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ არტერიული წნევის 24-საათიანი ამბულატორიული მონიტორინგი არა მარტო მჭიდრო კორელაციაში იმყოფება სამიზნე ორგანოების დაზიანებასთან, არამედ სისხლის წნევის შემთხვევით გაზომვებთან შედარებით გააჩნია უკეთესი პრედიქტორული მნიშვნელობაც მოსალოდნელი გართულებების თვალსაზრისით [1-3].
ავტორი: გ. ფირცხალაიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, „ინტერკლინიკა“
G. Pirtskhalaishvili, Aladashvili Clinic of TSMU Fibrocolonoscopy in Differential Diagnostics of Intestinal Haemorrhage
უკანასკნელ წლებში აღინიშნება მსხვილი ნაწლავის იმ დაავადებათა რიცხვის ზრდა, რომლებიც ხშირად რთულდება ნაწლავური სისხლდენით. (4, 5, 6). მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა არის ერთ-ერთი მძიმე გართულება, რომლის ტოპიკური დიაგნოსტიკა დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, რაც ხელს უშლის მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას.