ავტორი: Guidance for the Introduction of HPV Vaccines in EU Countries is available at http://ecdc.europa.eu.
ევროპის ქვეყნების მთავრობები საერთაშორისო ორგანიზაციებმა აიძულეს მიეღოთ პრევენციული ღონისძიებები ახალგაზრდა გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ. ინიციატივა ეკუთვნის სტოკჰოლმში დაფუძნებულ დაავადების პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრს, რომელმაც გასულ კვირას გააკეთა განაცხადი, საშვილოსნოს ყელის კიბოსადმი მიძღვნილ ევროპულ სამიტზე ბრიუსელში. იდეის ავტორთა აზრით, ეს არ არის სკრინინგის პროგრამის შემცვლელი.
ბავშვებში დაინერგა ახალი ვაქცინა მენინგიტის Neisseria meningitidis საწინააღმდეგოდ, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა ინგლისსა და კანადაში. ვაქცინა ორიენტირებულია 2 წელს ქვემოთ ბავშვებში მენინგიტის საინააღმდეგოდ, რომლის გამომწვევიც არის მენინგოკოკის A, C, W-135 და Y სეროლოგიური ჯგუფები.
ავტორი: N Engl J Med 2008;358 online 16 Jan
doi: 10.1056/NEJMoa075819
მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც პროსტატის კიბოთი დაავადებული შვედი მამაკაცების პოპულაციის 46%-ს აღმოაჩნდა. ეს არის პროსტატის კიბოსთან ასოცირებული ერთეული ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები ხუთ ქრომოსომულ უბანში. მართალია, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა ერთროულად არსებობისას რისკი იზრდება.