ავტორი: ს. აფრიდონიძე, მ. ჯანელიძე, მ. ბეთანელი, მ ზოდელავა, გ. გვახარია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
პაციენტი შ. ხ. 26 წლის ქალი, გათხოვილი, ორი ჯანმრთელი შვილის დედა, კლინიკაში მოთავსდა 2006 წლის 15 ნოემბერს.
2006 წლის ოქტომბრის ბოლოს ავადმყოფს აღენიშნა მწვავე რესპირატორული ინფექცია სურდო, ხველა, სუბფებრილიტეტი. რამდენიმე დღის შემდეგ დაეწყო მწვავე შემოსარტყვლითი ხასიათის ტკივილები წელის მიდამოში, ირადიაციით მუცლის წინა არეებისაკენ.
ავტორი: ა. ზედგინიძე, მ. ანთელავა, ხ. გვიმრაძე, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი
ახალშობილებში სხვადასხვა ქრომოსომული ცვლილებები 0,5%-ში გვხვდება, მათგან 33%-ში ადგილი აქვს ბალანსირებულ სტრუქტურულ დარღვევებს, ანუ საერთო ჯამში, ისინი ახალშობილთა ≈0.2 %-ში, ან 2.1 : 1000 გვხვდება [1, 3]. მათ შორის კიდევ უფრო მცირეა ისეთი ქრომოსომული გარდაქმნები, რომლებშიც ორზე მეტი ქრომოსომა მონაწილეობს, ანუ ე. წ. კომპლექსური გარდაქმნები.