„მტკიცედ მწამს, რომ მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… ყველაფერი, რაც არსებობს, მეცნიერების შესწავლის საგანი უნდა გახდეს და ყველაფერი, რასაც მეცნიერება მიაღწევს — ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს!“ ეს სიტყვები გამოჩენილ ბუნებისმეტყველს ივანე რამაზის ძე თარხან-მოურავს (თარხანოვი, თარხნიშვილი) ეკუთვნის და მთელი თავისი ცხოვრებით მეცნიერებას ემსახურებოდა … რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს, მან დროს გაუსწრო…
ივანე რამაზის ძე თარხან-მოურავი (თარხანოვი), რომლის სახელს რადიაციული ბიოლოგიისა და მედიცინის აღმოცენება უკავშირდება, დაიბადა 1846 წლის 15 ივნისს თბილისში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, რუსეთის არმიის გენერლის ოჯახში.
სამედიცინო დარგის პროფესიონალები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ბავშვების აღქმისა და გაგების უნარი, რათა მათი შეხედულებები გათვალისწინებული იყოს გადაწყეტილების მიღებისას და მკურნალობაზე თანხმობის გაცხადების დროს. სამედიცინო დარგის პროფესიონალები უნდა თანამშრომლობდნენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან და სრულად უნდა იყვნენ ჩართულნი შემოთავაზებული მკურნალობის და სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ რატიფიცირებულია და შესულია ძალაში საქართველოს მთავრობის მიერ 1994 წლის 2 ივნისს.
საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“ თავი VIII არეგულირებს არასრულწლოვანთა უფლებებს სამედიცინო მომსახურების პროცესში.
გრიპის A ვირუსის ქვეტიპი H1N1 გრიპის ყველაზე ხშირი გამომწვევია. ადამიანთა პოპულაციაში H1N1-ის ზოგიერთი სახეობა ენდემურობით ხასიათდება, მათ შორისაა ვირუსი, რომელმაც 1918 წლის გრიპის პანდემია (ესპანური გრიპი) გამოიწვია და მსოფლიო მასშტაბით 50-100 მილიონი ადამიანი შეიწირა. H1N1-ის ნაკლებ ვირულენტური შტამები, რომლებიც იშვიათ შემთხვევაში გრიპის მსგავს დაავადებებს, ხოლო უხშირესად, სეზონურ გრიპებს იწვევენ ბუნებაში დღესაც არსებობს. 2006 წელს დაფიქსირებული გრიპის ყველა შემთხვევის ნახევარი სწორედ H1N1-ით ადამიანთა ინფიცირების შედეგი იყო. H1N1-ის სხვა შტამები კი ენდემურია ღორებისა და ფრინველების პოპულაციაში.
გრიპის A ვირუსის სახეობათა კლასიფიკაცია ვირუსის ზედაპირზე არსებული ორი პროტეინის – ჰემაგლუტინინის (H) და ნეირამინიდაზას (N) სტრუქტურის მიხედვით ხდება. აღნიშნული ორი ცილის სტრუქტურის ცვლილება ვირუსული გენომის სწრაფი მუტაციის შედეგია. ფრინველებში 16 H და 9 N ქვეტიპია ცნობილი მაშინ, როცა ადამიანთა პოპულაციაში მხოლოდ H1,2,3 და N1,2 ქვეტიპებს ვხვდებით.