ძებნა ხორციელდება ყველა გამოცემაში. ჩაწერეთ მოსაძებნი სიტყვა, ფრაზა ან ავტორის გვარი

ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [No14][7 ხმა][5.00]

II ტიპის დიაბეტის მკურნალობა ინსულინით [No13][7 ხმა][5.00]

გულისნაცვალი [No15][7 ხმა][5.00]

სისხლის მუსიკა [No13][6 ხმა][5.00]

მეცნიერება მეცნიერებისათვის არ არსებობს… [No13][3 ხმა][5.00]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [No11][3 ხმა][5.00]

კლიმატის ცვლილებები [No15][3 ხმა][5.00]

ახალი სახის ქირურგიული წებო Lifebond – ქსოვილთა სწრაფი და სიმედო შეერთება [No13][3 ხმა][5.00]

ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [No12][3 ხმა][5.00]

ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [No1][3 ხმა][5.00]


თემების რაოდენობა: 307
შეფასებულია: 198
კომენტარები: 51

2010 | მაისი–ივნისი | 16

1997 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სისხლის დონორებს შესთავაზა, რომ თავისი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე ეწარმოებინათ და უანგაროდ ექციათ, თუმცა 2006 წლისათვის 124 ქვეყნიდან მხოლოდ 49-ში მიიღეს ეს, როგორც სტანდარტი. აშშ-ში პლაზმაფერეზისათვის გამოსაყენებელი სისხლის დონორება ჯერ კიდევ ანაზღაურებადია. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა მაინც ანაზღაურებად დონორებს ეყრდნობა, რათა შეავსონ საჭირო სისხლის მარაგი, ზოგიერთმა კი, როგორიცაა მაგ. ტანზანია, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია უანგარო დონაციის საკითხში და თუ 2005 წლისათვის მათი დონორების სრული რაოდენობის მხოლოდ 20% იყო უანგარო, 2007 წლისათვის ეს მაჩვენებელი უკვე 80%-მდე გაიზარდა. ასეთი მაგალითები მსოფლიოში სამწუხაროდ არც თუ ისე ბევრია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით 124 ქვეყნიდან 68-მ ან საერთოდ არ განიცადა პროგრესი ამ საკითხში, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა მაგ. ბრაზილია, არა მხოლოდ სისხლის, არამედ ნებისმიერი ქსოვილის დონაცია დანაშაულად და არალეგალურად ითვლება, თუ მასში ფულადი ან სხვა სახის კომპენსაციაა მიღებული.

ნანახია: 129186 | შეფასებულია: 15 | რეიტინგი [4.80]  

2010 | მარტი–აპრილი | 15

პლანეტის ისტორიის განმავლობაში დედამიწაზე კლიმატი მრავალჯერ შეიცვალა; ერთმანეთს ენაცვლებოდა გამყინვარებისა და დათბობის პერიოდები. კლიმატი დღესაც იცვლება და არა მარტო გარემო, არამედ სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. ოკეანეების, ზღვების, ყინულის საფარის და ატმოსფეროს ტემპერატურული ცვლილებების მიხედვით დადგინდა, რომ 1850 წლის შემდეგ საშუალო ტემპერატურა 1-2°C-ით გაიზარდა.
ფაქტორებს, რომლებიც კლიმატის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, კლიმატის განმსაზღვრელი კომპონენტები ეწოდება და მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა მზის რადიაცია, დედამიწის ორბიტის გადახრა, დრეიფი და დინებები, „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, ატმოსფეროს გამჭვირვალობის ცვლა და სხვ.
ორას წელზე მეტია, რაც საწვავი ნივთიერებების, ნახშირისა და ნავთობის გამოყენებამ, ასევე ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა, უახლოეს წლებში დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა კიდევ 2-3°C-ით მოიმატებს, მნიშვნელოვნად გაიზრდება სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიების.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება. გრძელდება დებატები იმის შესახებ, რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაცია.

ნანახია: 133578 | შეფასებულია: 25 | რეიტინგი [4.84]  

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

რომის იმპერიაში ექიმებზე სახელმწიფო კონტროლის ვერტიკალური სტრუქტურა გამოიყენებოდა. არსებობდა იმპერატორის მედიკოსის თანამდებობა (comes archiatorum), რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსირებადი სამედიცინო კონტროლიორების (archiatri ან supra medicos) მმართველი იყო. თითოეული კონტროლიორი გარკვეული რაიონის მედიკოსებს კურირებდა (რომს 14 კონტროლიორი ჰყავდა), განიხილავდა დავებს მათი მონაწილეობით. კონტროლიორები ორ ჯგუფად იყოფოდა: ელიტისა და მდაბიოთა ექიმების მაკონტროლებლები. ევროპაში სამედიცინო დაწესებულების მართვის სისტემის და სტრუქტურის შემდგომი განვითარება შესაძლოა მალტის ჰოსპიტლის მაგალითზე განვიხილოთ. მალტის პირველი ჰოსპიტალი იყო წმინდა ფრანცისკის ჰოსპიტალი რაბათში. მან ფუნქციონირება 1372 წელს დაიწყო რექტორის ხელმძღვანელობით, რომელსაც სიცილიის მეფე ნიშნავდა...

ნანახია: 79453 | შეფასებულია: 29 | რეიტინგი [4.69]  



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 514

ამჟამად საიტზეა: 3

თქვენ ხართ სტუმარი No: 1024666


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2016 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.